Friday, October 10, 2008

გუშინ კექსის თემაში დავპოსტე , აი იმაში- რას ხედავთ აი ახლა, თქვენს წინ - რომაა იქ :D 


ჰოოდა აესენი იდო მოცემული დროის მონაკვეთში :
თმის სამაგრი
კიდე თმის სამაგრი
სავარცხელი
მაკრატელი
ქლიბი
ბეჭედი
სოციოლოგიის ქსეროქსები
შუა საუკუნეების ქრისტ. აღმოსავლეთის კონსპექტი 
აცეტონი
თეთრი მანიკური
რძისფერი მანიკური
შავი მანიკური
ბულავკა
სკოჩი
დიდი სკოჩი 
დისკი
დისკების ჩასადები
უპატრონო დისკი
სასანთლე
მეორე სასანთლე
აცეტონიან-მანიკურიანი ბამბები
სუფთა ბამბა
მარკერი
წებო
ჩემი პატარაობის სურათი


ჰოდა...კექსიმ დაპოსტა , ყველაზე ძალიან შენი პატარაობის სურათი მაინტერესებსო :) 
არ დავაყოვნე და .... აი პატარა მეც :) 

მერამდენე მცდელობაა , რომ რამე ჩავწერო..


არადა მე არ ვიყავი? " დღეში ორჯერ დაპოსტვის პერსპექტივით"... ჰმ...რაის ორი დღე, აგერ უკვე 27 სექტემბრის მერე არაფერი დამიპოსტავს...აეხლა ისიც არ ვიცი დავამთავრო თუ არა წერა...ერთი-ორჯერ რამის (:D) წამიცდა ხელი და დავპოსტე..მაგალითად ერთხელ, როცა დილით უნივერსიტეტში მიმავალმა ავტობუსიდან აივანზე ჩახუტებული წყვილი დავინახე და რომანტიკის ნაკადები შემომაწვა :D ჰო, ამ დილასაც ეგრე ვარ :user: დილიდან მთელი ჩემი მზრუნველობა კომპიუტერის დესკტოპის დალაგებისკენ მივმართე, მაგრამ მარტო ამას ვინ დაჯერდება, კომპთან"დიდი ხნით" დაჯდომის მოსაპოვებლად მთელი სახლის დალაგება დამჭირდა :D 

ჰო, ეხლა კითხვა ჩემს თავს- რატომ არ მეპოსტვინება .. რატომ და მიმართულება ვერ ავირჩიე ვიდრე აქამომდე :D ჰოდა დღეს გადავწყვიტე დღიურის სახე ჰქონდეს...ჰოდა მოკლედ...ვიწყებ...

:) 

Saturday, September 27, 2008


ბლოგი...აბა მამი ბლოგი :D კიარადა...აი, გავხსენი :) კი მქონდა ისე რამოდენიმე თვის წინ გახსნილი wordpress-ზე, მაგრამ შევიდოდი, მთელი გრძნობით ვუყურებდი new post-ის ფანჯარას და ასევე მთელი გრძნობით ვlogout-დებოდი :) დავიწყებ ბლოგერობას მეც...რაღა რვეულებში ვწერო დღიურები, დედაჩემი ნეტში ნამდვილად ვერ მოაგნებს (იმედია:D) მოკლედ..ესეც ჩემი ბლოგი...დღეში ორჯერ დაპოსტვის პერსპექტივით :D ან არა...